საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისათვის

სტაჟირება სტუდენტებისთვის - ბიზნეს გეგმების შემუშავება აწარმოე საქართველოს საგრანტო პროგრამისთვის

მე-13 სართული, ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი, თსუ, უნივერსიტეტის ქუჩა 2, ტელ. 599577750

2023 წლის 5 ივნისიდან, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი (GBDC) კავკასია www.gbdc.ge  აცხადებს სტუდენტების მიღებას მოკლევადიან(2 კვირა) სტაჟირებაზე. https://www.facebook.com/GBDCCaucasia

თსუ-ის სტუდენტების გარდა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც შეუძლიათ მონაწილეობა.

თსუ-ის სტუდენტების საყურადღებოდ: მიმდინარე სტაჟირება არ არის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ნაწილი, სტაჟირება ბიზნეს საკონსულტაციო პროფესიული უნარების ამაღლების შესაძლებლობაა.

სტაჟირების დეტალები:

ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს აქვს მიმდინარე „აწარმოე საქართველოს მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა“ https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/microgrants

აღნიშნული პროგრამის კონკურსანტებს „GBDჩ კავკასია“ ეხმარება ბიზნეს გეგმების შემუშავებაში, რაც არის მეწარმეებისთვი გრანტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უნიკალური შესაძლებლობაა.

GBDჩ კავკასია 2018 – 2023 წლებში 50-ზე მეტს მიკრო და მცირე მეწარმეს საერთო ჯამში 1 მილიონზე მეტი ოდენობის გრანტების მოზიდვაში დაეხმარა, ყოველწლიურად საშუალოდ 10 წარმატებული ბენეფიციარი გვყავს, ვინც ჩვენი დახმარებით გრანტს იღებს სოფლად ახალი ბიზნესის დასაწყებად.

ამ ეტაპზე GBDჩ კავკასიის კლიენტები არიან ღვინის ბიზნესის, საოჯახო სასტუმროს და კვების ობიექტის მეპატრონე მცირე ბიზნესები, რომლებიც საჭიროებენ ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას, კერძოდ:

ბიზნეს იდეიის შემუშავება, სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა, კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ბიუჯეტის და ფინანსური უწყების შემუშავება, ფუნქცია მოვალეობების ჩამოყალიბება. სტაჟიორი სტუდენტები აღნიშნულ პროცესებში იქნებიან ჩრთულები 2 კვირის განმავლობაში როგორც ონლაინ ასევე საოფისე რეჟიმში.

სტუდენტები, სტაჟირების გავლის შემდეგ  შეძლებენ:

- შეიმუშავონ ბიზნეს გეგმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მეღვინეობის და საოჯახო სასტუმროს სფეროში

- მიიღონ მონაწილეობა სამომავლო საგრანტო კონკურსებში

- შეძლებენ დაეხმარონ მეწარმეებს გრანტების მოზიდვაში

- ასევე სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ კავკასია შესთავაზებს სტუდენტებს ჩაერთონ სხვა საგრანტო პროგრამებში სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრის სტატუსით

ვინც ხართ დაინტერესებულები რომ GBDC კავკასიის ექსპერტებთან ერთად 2 კვირის განმავლობაში მიიღოთ მონაწილეობა ბიზნეს გეგმების შემუშავებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრო ფოსტის მისამართზე: sergobaramidze@gbdc.ge

საინფორმაციო შეხვედრა:

კვირას, 4 ივნისს, 20:00 გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის.

შეხვედრის ბმული:

https://us05web.zoom.us/j/85990966425?pwd=NjJ5MDVoZGVDK3BjdVlTOTlxSjVOdz09

Meeting ID: 859 9096 6425    Passcode: VhgxV0

თარიღი: 02/06/2023